Sunday, November 8, 2009

დიდედები და შვილიშვილები




პროექტის სახელი: ,,დიდედები და შვილიშვილები“
პროექტის მიზანი: შემოქმედებითობის, ექსპერიმენტირების,
დიზაინირების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, სხვისი გამოცდილების გაზიარება, მოსმენის კულტურის განვითარება, მშობელთა სტიმულირება.
პროექტის სრული აღწერა: პროექტი დაიწყება დიდედათა ნამუშევრების პერსონალური გამოფენის დათვალიერებით. განთავსებული იქნება ნახევარწრეების ფორმის ორი მაგიდა. ერთი-დიდედებისთვის, ხოლო მეორე-მოსწავლეთათვის. დიდედათა ადგილები იქნება დანომრილი, რომელსაც ყუთიდან ნომრის ამოღებით გაარკვევენ ბავშვები და წარდგენის შემდეგ დიდედებს მიაცილებენ მათთვის განკუთვნილ ადგილამდე. მომზადებული მექნება საპრეზენტაციო პროგრამა, რომლის ყოველ გვერდზე განთავსებული იქნება სამი ფოტო:
1. მოსწავლის ფოტო
2. დიდედას ბავშვობის ფოტო
3. დიდედა-შვილიშვილის საერთო ფოტო
მოსწავლეები წარმოადგენენ მხატვრულ და ქორეოგრაფიულ ნომრებს. დიდედები გაიხსენებენ და მოგვიყვებიან თავისი ბავშვობის საინტერესო ამბებს. წარმოდგენილი იქნება ინტელექტუალური თამაში ორივე მხარის მონაწილეობით. პროექტის მონაწილეებს სამახსოვროდ გადაეცემათ დისკები. მოხდება შთაბეჭდილებების გაზიარება.
მოსწავლეთა ასაკი: I კლასი
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დიდედების ნამუშევრების მოძიება გამოფენისთვის, საპრეზენტაციო პროგრამის მომზადება, მხატვრული და ქორეოგრაფიული ნომრების მომზადება.
მოსალოდნელი შედეგები: იდეებისა და ინფორმაციის მკაფიოდ ჩამოყალიბება. პროექტის თანამონაწილეთა ნამუშევრების მიმართ პატივისცემის გამოხატვა, მოსწავლეთა ინტერესების დაკმაყოფილება,მშობელთა მოტივაციის გაზრდა.
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეები: N 4 საჯარო სკოლის I გ კლასის მოსწავლეები და მათი დიდედები
საგნებთან კავშირი: ქართული ენა, ხელოვნება, მუსიკა, ისტ.
პროექტის ფასილიტატორი: თამარ ვახტანგიშვილი
ფასილიტატორის ელ-ფოსტა: tamuna.mate@gmail.ge
ჩემი პორტფოლიო